Serijnij Nomer Dlya Igri Il 2 Shturmovik Bitva Za Britaniyu
მერაბ მამარდაშვილი, 1990 ქართულმა ხასითმა, ქართულმა გენოტიპმა დაკარგა თავისი მოხაზულობა, ეს დაიკარგა უკვე რუსეთთან უთიერთობაში XIX საუკუნეში, დაიკარგა ჩვენი ეკლესიის და რელიგიის დონეზე. იმდენი ჩვენ არ გვავნო მაჰმადიანობამ, ან მუსულმანურმა სამყარომ, არაბებმა ან მონღოლებმა, ან სპარსელებმა, ან თურქებმა, რომლებიც ყოველთვის გვემტერებოდნენ, განსაკუთრებით ემტერებოდნენ ჩვენ რწმენას– რელიგიას, რამდენადაც ჩვენ გვავნო “ნათესაობრივმა” კავშირმა რუსულ კულტურასთან, რუსულ ეკლესიასთან, რომელიც გვეჩვენებოდა მონათესავე. უფრო მყარი, უფრო მტკიცე იყო ჩვენი რწმენა, როცა ჩვენ ვანსხვავებდით ჩვენ თავს განსხვავებულ მაჰმადიანისგან ან სხვა რწმენის სახელმწიფოსაგან, რომელიც შემოიჭრებოდა ჩვენი სახელმწიფოს ფარგლებში. იქ არის რაღაც გაუგებრობა– ჩვენ დამოკიდებულებაში, წაშლა საზღვრებისა რუსულ ეკლესიასთან. ერთი რუსი ეკლესიის ისტორიკოსი აღიარებდა: “უმცროსმა დამ (რუსეთის ეკლესია) თავისი უფროსი და (ქართული ეკლესია) დაახრჩო თავის ხელებში.
Buy IL-2 STURMOVIK: CLIFFS OF DOVER [Download]: Read 327. Serial Number Scan. Requires Steam account for game activation and installation.

იმიტომ რომ უფროსმა დამ აღარ იცოდა ვინ არის მტერი და ვინ არის ნათესავი. შემოგვიერთდნენ თუ არა ბათომის მაზრის მაჰმადიან ქართველები, ზოგიერთებმა იმთავითვე ქადაგება და დამტკიცება დაიწყეს, რომ ყველაზე პირველად ჩვენ ის მაჰმადიანი ქართველები უნდა მოვნათლოთ, გავაქრისტიანოთო; მხოლოთ როცა მოინათლებიან, მაშინ შეიქნებიან ისინი ნამდვილ ჩვენ მოძმეებად, მხოლოთ მაშინ ქრისტიანობას შეუძლიან ამათი დამშვიდება და ჩვენთან მოთავსებაო. ამ დღეებში მივიღეთ ჩვენ ახლად ქართულს ენაზე გამოცემული წიგნი მღვდლის სიმეონ ბეგიევისა, სახელად “პოლემიკური საუბარი მღვდლისა ინგილოთ ეფენდისთან”. მთელი ამ წიგნის აზრი არის, დაამტკიცოს, რომ ქრისტიანობას უპირატესობა აქვს მაჰმადიანობაზედაო, ჩვენი სახარება სჯობიან თქვენს ყორანსაო, ერთის სიტყვით, ვისაც სააქაოს კეთილი ცხოვრება ჰსურს და საიქაოს ცხონება, უნდა ქრისტიანი იყოსო და ამიტომ ჩვენებურ მაჰმადიანებს ურჩევს გაქრისტიანდითო.
Koel bird sound ringtone free download. ავტორი პირდაპირ ასახელებს ინგილოებსა და ბათომის მხარის მაჰმადიან ქართველებს, – ამათთვის დავწერე ეს წიგნიო. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი უმაღლესი მთავრობა ამ აზრის არ არის. იმას კარგათ ესმის, ქადაგება, ლაპარაკი და ცდა, რომ მაჰმადიანი ქართველები გააქრისტიანონ, ვნების მეტს, არაფერ სიკეთეს არ მოიტანს.
ახლადდაპყრობილ საქართველოს ნაწილში უიმისოთაც გავრცელებულია ცრუ ხმა, რომ რუსები ძალათ გაქრისტიანებას გვიპირებენო, და ახლა რომ მართლა ჩვენ იქ ქრისტიანობის ქადაგება დავიწყოთ, ხელში სახარება მივაჩეჩოთ და ამ “პოლემიკურ საუბრის” მსგავსი წიგნები, ისინი, უეჭველია, დარწმუნდებიან, რომ რასაც ამბობდნენ, მართალი ყოფილაო, მართლა გაქრისტიანება ნდომებიათ ჩვენიო. და რა მოქმედება ექმნება ამგვარ ხმის გავარდნას მაჰმადიან ქართველებში, ამის გამოცნობას ბევრი ჭკუა და მახვილგონიერება არ ეჭირება; ჩვენ დარწმუნებული ვართ, პირველი შედეგი ამისი ის იქნება, რომ ვინც დარჩენილან ჯერ კიდევ თავის ქვეყანაში, ისინიც ოსმალეთისაკენ გარდაიხვეწებიან. ვერ გაგვიგია, რად ზრუნავენ ეს ზოგიერთი პირები ასე ერთგულად, ასე წინდაუხედავათ, რომ ყველაზე პირველად სარწმუნოებას შეეხონ, რჯული გამოუცვალონ მაჰმადიანებს? იქნება ქრისტიანობა უფრო წინწამწევია კაცობრიობის ცხოვრებისა, უფრო ეთვისება ეხლანდელ განათლებულ დროის მოთხოვნილებასა და სწავლას. მაგრამ განა მარტო სარწმუნოებაზედ, რჯულზედ არის ახლანდელი კაცობრიობის ცხოვრება დამყარებული? განა არ შეიძლება კაცი ანუ ხალხი არც ქრისტიანი იყოს, არც მაჰმადიანი, არც კერპთთაყვანისმცემელი, მაგრამ კარგი კაცი ანუ კარგი ხალხი იყოს, კარგს განათლების გზაზედ დამდგარი და ცხოვრებაში ყოველმხრივ წარმატებული? ჩვენი აზრი ეს არის, რომ ქადაგებას და ცდას ამგვარ შემთხვევაში არავითარი სიკეთის მოტანა არ შეუძლიან.